მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ჩინური კორპორაციები საქართველოს სამშენებლო სექტორით, ქართული ღვინით და ტურიზმის სფეროში ინვესტირებით დაინტერესდნენ
26-08-2016, 04:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უმსხვილესი ჩინური კორპორაციები საქართველოს სამშენებლო სექტორით, ქართული ღვინით და ტურიზმის სფეროში ინვესტირებით დაინტერესდნენ - ამის შესახებ აღინიშნა შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ჰუალინგ ჯგუფის“ პრეზიდენტ, მი ენჰუასთან და სხვა ჩინური კორპორაციების წარმომადგენლებთან გამართა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა ჩინელ ბიზნესმენებს საინვესტიციო გარემო გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველო ინვესტორებს სთავაზობს დიდ შესაძლებლობებს - თავისუფალ და ღია ეკონომიკას.

 

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის პერსპექტივებზე და ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში ჩინეთში ქართული ღვინის ზრდის დინამიკას. საუბარი ასევე შეეხო საქართველოში ტურიზმის მიმართულებით არსებულ დადებით ტენდენციას და ვიზიტორთა რიცხვის უპრეცედენტო ზრდის მაჩვენებლებს.

 

 

მხარეებმა ისაუბრეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობაზე, რაც მათი თქმით, იძლევა დიდ შესაძლებლობას ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი დაესწრნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი