ალეკო ელისაშვილი: ნარმანიას იმპიჩმენტთან დაკავშირებით ხელმოწერები იქამდე ვერ შეგროვდება, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არ მოინდომებს
26-08-2016, 04:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დედაქალაქის მერის, დავით  ნარმანიას იმპიჩმენტთან დაკავშირებით ხელმოწერები იქამდე ვერ შეგროვდება, ვიდრე ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი არ მოინდომებს.

 

 

ამის შესახებ ელისაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

 

მისი თქმით, თბილისის მერს გადადგომის შესახებ გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად არ შეუძლია.

 

 

„საქართველოში ხელმოწერებს იქამდე ვერ შევაგროვებთ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არ მოინდომებს, მაგრამ ახლა მგონია, რომ ნარმანიას თავზე ღრუბლები იკრიბება სოლოლაკში. საქართველოში ასეთი კონსენსუსი მგონი არაფერზე არ არსებობს, რაც დავით ნარმანიასთან დაკავშირებით, ის, რომ ნარმანია ბოთეა, ამაზე მთელი ქალაქი ვართ შეთანხმებული. ბიძინა ივანიშვილს ხეები ძალიან უყვარს, იმდენად, რომ უნდა სულ თავისთან წაიღოს და ნარმანიამ აგერ ხეები მოუჭრა. მგონია, რომ ბიძინა შემოუწყრა თბილისის მერს. ნარმანია იძახის, ასობით ათასი ხე დავრგეო, როგორც ჩანს, „ფეისბუქში“ თამაშობს იმ რაღაც ფერმას და იქ დარგო ხეები და სწორედ ამაზე ლაპარაკობს ალბათ“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი