თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ჯიზრეში, მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე, დაშავებულთა რაოდენობა კი 78-მდე გაიზარდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, დაშავებულთაგან 4 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, რეჯეპ აქდაგის ინფორმაციით, ყველა დაღუპული სამართალდამცველია.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პოლიციის შენობის გარეთ ავტომანქანაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად, სულ მცირე 8 პოლიციელი დაიღუპა და 45 დაიჭრა.
აფეთქება ადგილობრივი დროით 07:00 სთ-ზე მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ განახორციელა თავდასხმა, თუმცა, თურქული მედია მომხდარში აკრძალულ "ქურთისტანის მშრომელთა პარტიას" ადანაშაულებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.