მესტიის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე "ქართული ოცნების" პროპორციულ სიაში იქნება. როგორც ჯაფარიძემ Guardian.ge-ს განუცხადა, პროპორციული სიით არჩევნებში მონაწილეობის შემოთავაზება მან პრემიერ მინისტრისგან მიიღო.
"კონსულტაციები შედგა. მე რა თქმა უნდა, დავთანხმდი შემოთავაზებას. როგორც ვიცი, ჩემს გარდა, სხვა კანდიდატურაზე არ არის საუბარი. სვანეთს თავისი წარმომადგენელი ეყოლება საკანონმდებლო ორგანოში. საარჩევნო სიის წარდგენის ბოლო დღე 7 სექტემბერსაა და ალბათ, მანამდე გახდება ცნობილი ყველაფერი", - აღნიშნა ვიქტორ ჯაფარიძემ.
მოქმედი მაჟორიტარი საარჩევნო ოლქების ასეთი ფორმით არსებობით უკმაყოფილოა და იმედოვნებს, რომ ახალი პარლამენტი არსებულ ხარვეზებს გამოასწორებს.
"საარჩევო ოლქების ასეთი ფორმით არსებობა მახინჯია, თუმცა, იძულებითია. ამ კანონს მხარს არ დავუჭერდი - ამის შესახებ აზრი გამოვხატე თავის დროზე. გამორიცხულია, რომ ახალი პარლამენტი საარჩევნო ოლქებთან დაკავშირებულ საკითხს არ დაუბრუნდეს და აუცილებლად იქნება გამონაკლისები დაშვებული. არ შეიძლება სვანეთისა და ყაზბეგის დატოვება წარმომადგენლის გარეშე", - განუცხადა Guardian.ge-ს ვიქტორ ჯაფარიძემ.
პრემიერ მინისტრის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სვანეთს პარლამენტში წარმომადგენელი პროპორციული სიითაც ეყოლება.
ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მესტიის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო და ზემო სვანეთის გაერთიანებული საარჩევნო ოლქების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე წარადგინა.
მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ განხორციელებული ცვლილება, რომელიც საქართველოს მოსახლეობის მათემატიკური რაოდენობით დაყოფას გულისხმობს, სამართლიანი არ არის და აუცილებელია, კუთხეებს საკუთარი წარმომადგენლობა ჰყავდეთ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.