„თბილისელებს უნდა მივცეთ საშუალება აირჩიონ მერი, რომელიც სურთ და არა ის, რომელიც ბიძინა ივანიშვილს სურდა“, - განაცხადა დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც მან აღნიშნა, საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მოთხოვნა თბილისის მერის გადადგომის შესახებ ძალაში კვლავ დარჩება იმის მიუხედავად, თუ რას იტყვის დავით ნარმანია საკრებულოში დღეს.
„სამწუხაროდ, გვაქვს სიტუაცია, როდესაც თბილისის მერს აღარაფრის შეცვლა აღარ შეუძლია, არც იმ დაწერილი მოხსენების, რომელზეც ალბათ მთელი „ქართული ოცნება“ მუშაობდა, არც იმ პიარ-გათვლების, რომელზეც ასევე „ქართული ოცნების“ პიარ-ჯგუფი დღევანდელი დღისთვის იმუშავებდა. ეს ყველაფერი უკვე ვეღარ გადაფარავს იმ ძალიან მძიმე ვითარებას, რომელიც დავით ნარმანიამ დედაქალაქში შექმნა და სამწუხაროდ, მას აღარ აძლევს უფლებას იყოს თბილისის მერი“,-აცხადებს აბესაძე.
დღეს, დავით ნარმანია თბილისის საკრებულოში რიგგარეშე ანგარიშით 16:00 საათზე წარსდგება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.