თბილისში ბელარუსის საელჩო გაიხსნება
26-08-2016, 05:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს ბელარუსის რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა მიხაილ მიატლიკოვმა, რომელიც ბელარუსის რესპუბლიკის პირველი ელჩია რეზიდენციით თბილისში, რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა.

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა ბელარუს დიპლომატს საქართველოში ელჩად დანიშვნა მიულოცა  და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მან კმაყოფილება გამოთქვა ბელარუსის მხარის  გადაწყვეტილებაზე საქართველოში საელჩოს გახსნის შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ ბელარუსის რესპუბლიკის პირველი ელჩის რანგში, ბატონი მიატლიკოვი ძალისხმევას არ დაიშურებს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურების საქმეში.

 

 

თავის მხრივ, მიხაილ მიატლიკოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბელარუსის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

 

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების  საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  2016 წლის სექტემბრის დასაწყისში დაგეგმილი ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისო კომისიის სხდომას  და ქალაქ თბილისში ბელარუსის ეროვნული გამოფენის ორგანიზებას.  გაიცვალა მოსაზრებები პოლიტიკური თანამშრომლობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე. შეხვედრაზე, ასევე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და რეგიონულ საკითხებზე ისაუბრეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი