სახელმწიფო კერძო სადაზღვევო კომპანიებისგან კიდევ ოთხ რაიონულ საავადმყოფოს გამოისყიდის. განუცხადა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ. ამ ეტაპზე ყაზბეგის, წალკის, თეთრიწყაროსა და ბაკურიანის საავადმყოფოების გამოსყიდვა იგეგმება.
"ჯანდაცვის სამინისტროდან სხდომაზე დღეს გადის ერთი საკითხი. ეს ეხება კერძო სადაზღვევო კომპანიებისგან ოთხი რაიონული საავადმყოფოს გამოსყიდვას. ეს გახლავთ მეორე და საბოლოო ეტაპი. როგორც იცით, ჯამში 12 რაიონული საავადმყოფო იყო კერძო კომპანიის მართვაში. მათ არ ჰქონდათ ვალდებულება, სრულად შეენარჩუნებინათ სამედიცინო სერვისები, რის გამოც რაიონების მოსახლეობას საფრთხე ექმნებოდა. ასევე არსებობდა მეორე ფაქტორი, კერძოდ, დიდი რაოდენობით დავალიანება საავადმყოფოს პერსონალის მიერ. ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ პირველ ეტაპზე 8 საავადმყოფოს გამოსყიდვა დასრულდა, ახლა მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ამით მიღწეული იქნება ამ რაიონებში სრული მასშტაბის სამედიცინო უზრუნველყოფა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დავალიანებებზე პასუხიმგებლები თავად სადაზღვევო კომპანიები არიან. "გამოსყიდვის თანხის სრულად ჩარიცხვის შემდეგ მათ მიეცამეთ საშუალება, გაისტუმრონ დავალიანება. ეს ასეც მოხდა პირველ ეტაპზე", - აღნიშნა სერგეენკომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.