"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თეთრიწყაროს ოფისის წინ გაკრული თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნუგზარ წიკლაურის ბანერი დააზიანეს. აღნიშნულ ინფორმაციას და ფოტომასალას "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, წიკლაურის ბანერი "ქართული ოცნების ვანდალებმა დახიეს".
"რა თქმა უნდა, ასეთი სამარცხვინო საქციელით ისინი ვერც ერთ მიზანს ვერ მიაღწევენ. ჩვენი მაჟორიტარები აგრძელებენ კარ და კარ სიარულს, ამომრჩევლებთან შეხვედრას და მათთვის ჩვენი სამოქმედო გეგმის გაცნობას", – აცხადებენ "ნაციონალურ მოძრაობაში".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.