„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები თბილისის საკრებულოსთან დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, დავით ნარმანია თანამდებობისთვის შეუფერებელი პირია.
„დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გამოდის ბატონი ნარმანია, რომელიც თბილისის მერის თანამდებობისთვის აბსოლუტურად შეუფერებელია. ის არის არაფრისმაქნისი, უუნარო და ამასთან ერთად, უზრდელიც კი. ამიტომ მან უნდა დატოვოს თანამდებობა“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.