პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია თბილისის მერის, დავით ნარმანიას ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟს ეხმაურება და აცხადებს: "დარწმუნებული ვარ, დავით ნარმანია თვითონ ყველაზე კრიტიკულად აფასებს საკუთარ გამონათქვამს".
"ქალაქის მერმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა იმ გამონათქვამის გამო, რომელიც, ბუნებრივია, არც თავად მას მოეწონა და არც იმათ, ვისი არჩეულიც არის ქალაქის მერი. კარგია, რომ მან ეს ნაბიჯი გადადგა და საზოგადოებას აუხსნა. დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ ყველაზე კრიტიკულად აფასებს ამ გამონათქვამს. რაც შეეხება გადადგომას, თბილისის მერი არის თბილისის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული პირი და ეს სხვა ტიპის ლეგიტიმაციაა, ასე რომ, თუ იარსებებს საფუძვლები ტოლფასი იმისა, რომ მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არის არჩეული ქალაქის მერი და არის კანონიერი საფუძვლები, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგრამ ისე, რომ რამდენი ადამიანი განაწყენდება, იმის მიხედვით დადგეს იმპიჩმენტის საკითხი, მე მგონი, რომ ეს არ ქმნის იმ სამართლებრივ სივრცეს, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ყველამ უნდა ვიმოქმედოთ",- განაცხადა ბესელიამ.
ორი დღის წინათ თბილისის მერიაში გამწვანების რეგულაციების თემაზე გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ, ხმაური იყო. კერძოდ კი არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანე მუშტის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ირაკლი კუპრაძემ ნარმანიასგან კიდევ ერთხელ მოითხოვა ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის გამო მერიის ორი სამსახურის ხელმძღვანელის გათავისუფლება. მან ასევე მერს მოუწოდა, რომ შეხვედრაზე ემსჯელათ კონკრეტულ პრობლემებზე და არა გაეკეთებინათ პოპულისტური განცხადებები. კუპრაძის განცხადებების შემდეგ დავით ნარმანიამ თქვა, რომ „მწვანე მუშტის“ წარმომადგენელი ულტიმატუმებით საუბრობდა. „მაიმუნი ვირიშვილი ეს, ულტიმატუმებით შემოვიდა“, - განაცხადა მერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.