მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის": საქართველოს ოკუპირებული მიწების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა მოსაქცევი
26-08-2016, 07:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების წლისთავთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში საუბარია საქართველოს მიმართ მოსკოვის დღევანდელ პოლიტიკაზე. "სახელმწიფო ხალხისთვის" მოუწოდებს ხელისუფლებას, "გაააქტიუროს დიპლომატიური ძალისხმევა საერთაშორისო ასპარეზზე დეოკუპაციის თემასთან დაკავშირებით".

 


”ზუსტად 8 წლის წინ, 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციამ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, რითაც დაარღვია საერთაშორისო სამართლის პრინციპები და აგრეთვე 2008 წლის 12 აგვისტოს სამმხრივი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

 

 

მოსკოვი დღესაც აგრძელებს სუვერენული საქართველოს ნაწილის ოკუპაციას. გარდა ამისა, ოკუპირებულ მიწებზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული სიტუაცია ძალიან მძიმეა, რასაც ემატება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მუდმივი პროვოკაციები - ქართული სოფლების მცხოვრებთა გატაცებები და დაკავებები, ბორდერიზაცია, მავთულხლართების გავლება. ბოლო ასეთი ინციდენტი ამ დღეებში გორის სოფელ სობისში განხორციელდა. 300 ათასი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი კვლავაც ვერ ბრუნდება საკუთარ სახლებში, ხოლო ოკუპირებულ მიწებზე მცხოვრები მოსახლეობა მუდმივად განიცდის სხვადასხვა ტიპის ეთნიკურ დისკრიმინაციას. ხაზგასასმელია ისიც, რომ უკანასკნელ პერიოდში რუსეთის ფედერაცია ცდილობს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიას, რაც მათთან ორმხრივი სამხედრო და ეკონომიკური შეთანხმებების დადებაში გამოიხატება.

 

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაააქტიუროს დიპლომატიური ძალისხმევა საერთაშორისო ასპარეზზე დეოკუპაციის თემასთან დაკავშირებით, გააძლიეროს არაღიარების პოლიტიკა და შექმნას ქმედითი მექანიზმი საქართველოს მოქალაქეების დასაცავად ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე, მათ შორის სამართალდამცავი სამსახურების მობილური პატრულირების მეშვეობით.

 

 

ამასთანავე, აღსანიშნავია ოკუპაციის ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრებთა მძიმე ეკონომიკური და სოციალური ვითარება. ეს ტერიტორიები განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა მოსაქცევი, რადგან სწორედ ეს რეგიონი უნდა გახდეს საქართველოში ეკონომიკის სწრაფი ზრდის, სოციალური პრივილეგიებისა და კეთილდღეობის მაგალითი, რათა გამყოფი ხაზის იქით მყოფმა მოსახლეობამ დაინახოს საქართველოს სწრაფი განვითარება. ჩვენს პოლიტიკურ მოძრაობას აქვს დეოკუპაციის მწყობრი გეგმა, რომელიც მოიცავს პრო-აქტიურ დიპლომატიას, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, კეთილდღეობისა და სოციალური სიკეთეების ზრდას და საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები თანამემამულეებისთვის სრულად გაზიარებას, რუსეთთან პრინციპულ და პრაგმატულ პოლიტიკას და პროცესში საერთაშორისო პარტნიორების აქტიურ ჩართულობას”, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი