ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ რუსულ ბაზაზე 1 000 სამხედრო პირი და შეიარაღებისა და სამხედრო აღჭურვილობის დაახლოებით 200-მდე ერთეული საბრძოლო მზადყოფნის წვრთნებში მონაწილეობს.
Sputniknews რუსეთის სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულის, სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ „სამხრეთ ოსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის რუსეთის სამხედრო ბაზის 1 000 სამხედრო პირი და შეიარაღებისა და სამხედრო აღჭურვილობის დაახლოებით 200-მდე ერთეული ჩაბმულია მოულოდნელი შემოწმების აქტივობებში“.
რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიაში, ყირიმში, ასევე სომხეთში და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ რუსულ ბაზებზე მასშტაბური სამხედრო სწავლება დაიწყო. 18 პოლიგონზე დაწყებულ სწავლებებში სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის 11 000-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.