თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოში რიგგარეშე ანგარიშის წარსადგენად მივიდა. მერს საკრებულოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეები ხმაურითა და შეძახილებით დახვდნენ.
საკრებულოში დედაქალაქის მერის მისვლამდე აქციაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. რამდენიმე მოქალაქემ აქციის მონაწილეები ნარმანიას წინააღმდეგ აქციის გამართვის სანაცვლოდ, ფულის აღებაში დაადანაშაულა.
აქციის მონაწილეებს კიდევ ერთი მოქალაქე ნანა ნარიმანიძე დაუპირისპირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ საკრებულოსთან დავით ნარმანიას დასაცავად მოვიდა. ნარიმანიძის თქმით, მერმა შეურაცხყოფა მხოლოდ ცხოველებს მიაყენა და უდიერად ვირი და მაიმუნი მოიხსენია. მისივე განცხადებით, უწმაწური სიტყვებით „პარტიზანული მებაღეობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნატა ფერაძე გამოირჩევა, თუმცა, მისი ქცევის გამო პროტესტი არავის გამოუთქვამს.
აქციაზე მისულმა ახალგაზრდა მამაკაცი მერს ნაჯახით დახვდა და განაცხადა, რომ სწორდ ნაჯახი არის მისი მერობის სიმბოლო.
ნარმანიას საკრებულოში მისვლა საკრებულოს 13-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ერთობლივი განცხადებით 22 აგვისტოს მოითხოვა. ისინი თბილისის მერის რიგგარეშე ანგარიშით 25 აგვისტოს საკრებულოში წარდგომას ითხოვდნენ. თუმცა, 24 აგვისტოს მერიაში გამწვანების რეგულაციების გამკაცრების საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ საკრებულოში 26 აგვისტოს მივიდოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.