ირაკლი აბესაძე ნარმანიას: თქვენ შეიძლება გადადგომის უფლება არ გქონდეთ, თქვენი მერობით ყველაზე მეტად სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა ნახა
26-08-2016, 07:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"თქვენ შეიძლება გადადგომის უფლება არ გქონდეთ, თქვენი მერობით ყველაზე მეტად სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა ნახა”, - ასე მიმართა საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარემ, ირაკლი აბესაძემ საკრებულოს რიგგარეშე ხდომაზე მისულ დედაქალაქის მერს.

 

 

აბესაძემ დავით ნარმანიას მისი მმართველობის პერიოდში არსებული ხარვეზები და პრობლემა შეახსენა, კერძოდ, სოციალურად დაუცველი გარკვეული ჯგუფისათვის კომუნალური ვაუჩერის შეჩერება, თბილისის მერის ყოფილი მოადგილის, მარგიშვილის დასაქმებისთვის ცენტრის შექმნა, რომელიც დედაქალაქს რამდენიმე მილიონი დაუჯდა.

 

 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ელენე ხოშტარიამ ნარმანიას შეახსენა მერიასთან მოშიმშილე გარემოსდამცველები, თუმცა, მას ამ რეპლიკაზე დედაქალაქის მერისგან პასუხი არ მიუღია.

 

 

”ქართული ოცნების” წევრმა, ნუგზარ მალაღურაძემ კი სხდომაზე ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს მათი მმართველობის პერიოდში განხორციელებული შეცდომები გაახსენა. შედეგად მალაღურაძის სიტყვებმა ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, თამაზ შოშიაშვილის გაღიზიანება გამოიწვია, რასაც კამათი მოჰყვა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი