უჩა ნანუაშვილი: პატრულ-ინსპექტორებმა შშმ პირს საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა არ მისცეს, რამაც მისი ღირსება შელახა
26-08-2016, 08:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, რომლის თანახმად, სამართალდამცავთა მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე განმცხადებლის სპეციფიკური საჭიროებების გაუთვალისწინებლობის შედეგად იგი დაექვემდებარა პირდაპირ დისკრიმინაციას შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით.

 

 

კერძოდ კი როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, განმცხადებელს არ მიეცა საპირფარეშოთი სარგებლობის უფლება, რამაც შელახა მისი ღირსება.

 

 

„ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი 2016 წლის 15 ივნისს თავის სამ მეგობართან ერთად გადაადგილდებოდა მანქანით, რა დროსაც საპატრულო ეკიპაჟმა გააჩერა. პატრულ-ინსპექტორებს და განმცხადებლის მეგობრებს შორის წარმოიშვა კამათი, რომელიც დაახლოებით 3 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში, განმცხადებელი უშედეგოდ თხოვდა პატრულ-ინსპექტორებს, მისთვის მანქანის საბარგულიდან ეტლის გადმოტანის და საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა მიეცათ. ვინაიდან ასეთი შესაძლებლობა არ მიეცა, განმცხადებელი იძულებული გახდა ფიზიოლოგიური მოთხოვნილება მანქანაში დაეკმაყოფილებინა.

 

 

რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა სამართალდამცავთა ვალდებულებას, ნებისმიერ სიტუაციაში, მათ შორის დაძაბულ ვითარებაში, იმოქმედონ იმგვარად, რომ არ შეილახოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და თავისუფლებები.

 

 

შესაბამისად, სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, სამინისტროს მოსამსახურეთათვის უზრუნველყოს ტრენინგები და სხვა შესაბამისი ღონისძიებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და საჭიროებების შესახებ თეორიული ცოდნის მიღების, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით რთული სიტუაციების მართვის უნარების გამომუშავებისა და აღნიშნული საკითხის მიმართ მოსამსახურეთა მხრიდან მგრძნობელობის ამაღლების მიზნით“,-ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი