თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიას გამოსვლა შეაწყვეტინეს. მერის მიერ ანგარიშით გამოსვლას სხდომაზე მყოფი რამდენიმე პირის უკმაყოფილება მოჰყვა, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
თბილისის მერს სიტყვა შეაწყვეტინა ცოტნე გამსახურდიამ, რომელიც საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად სხდომას იარუსიდან ადევნებდა თვალყურს.
“მერი აქ რაღაც სადღეგრძელოებს ყვება და მე არც ნაციონალი ვარ და არც ქოციონალი, ფეხებზე მკიდია ამათი პოლიტიკური კინკლაობა, ამ ქალაქის მოქალაქე ვარ და ჩვენი შვილების ბედი მაწუხებს. დავით ნარმანიას თქმით, არ სჯერა იმის, რომ ყაზბეგის გამზირზე ჯანმრთელი ხეები დაჩეხეს და გამოძიების დასრულებას ელოდება. სანამ გამოძიება დასრულდება, დასრულდება უამრავი ადამიანის სიცოცხლე ამ ქალაქში, სწორედ იმ ეკოლოგიური მდგომარეობის გამო, რომელშიც ნარმანია და მისი უუნარობაა დამნაშავე“, - განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ.
საკრებულოს სხდომაზე 20 წუთიანი შესვენება გამოცხადდა. მიზეზი სხდომათა დარბაზში გამოწვული ხმაური გახდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.