ქობულეთში, ფიჭვნარის ნაქალაქარსა და სამაროვანზე ძვ.წ. IV ს-ის შვიდი სამარხი, ანტიკური ჭურჭელი და ოქროს საკიდები აღმოაჩინეს
26-08-2016, 08:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქობულეთში ფიჭვნარის ნაქალაქარსა და სამაროვანზე ძვ.წ. IV ს-ის შვიდი სამარხი, ხუთი სარიტუალო მოედანი, ამფორები, ანტიკური შავლაკიანი ჭურჭელი, დაკრძალვის რიტუალისათვის დამახასიათებელი ლეკიტოსები, მძივები, ბეჭდები, სამაჯურები და ოქროს ნახევრადმთვარისებრი საკიდები აღმოაჩინეს.

 


ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ფართო მოსამზადებელი სამუშაოები ელინიზმისა და კლასიკური ხანის უძრავი კულტურული ფენებისა და ადრერკინის ხანის ზედა დონის მოკირწყლული მოედნის შესწავლის მიზნით. არსებითია, რომ მოპოვებულია მნიშვნელოვანი არტეფაქტები და იქმნება მყარი კრიტერიუმი არა მარტო ამ ეპოქების, არამედ უძველესი პლასტების თანამიმდევრული კვლევისათვის.

 


არქეოლოგიურ სამუშაობს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ორგანიზებით ხორციელდება.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი