დავით ნარმანია: თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაცია იგეგმება
26-08-2016, 08:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაცია იგეგმება, - აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საკრებულოში რიგგარეშე ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.

 

 

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, მერიამ მიიღო მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ქალაქის ისტორიაში არ ყოფილა და ეს არის გარემოსდაცვითი სტრატეგია.

 

 

მისივე თქმით, მასობრივი გამწვანების ღონისძიების ფარგლებში, 560 ათასი ხე დაირგო, ხოლო შემოდგომაზე დედაქალაქის სხავადასხვა ტერიტორიაზე 79 ათასი ხე დაირგვება.

 

 

მერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ უკვე დასრულდა რამდენიმე სკვერის აღდგენითი სამუშაოები, რომლის ფარგლებში დაირგო ხეები, ასევე ხორციელდება ხმობადი და დაავადებული ხეების ჩანაცვლება.

 

 

ნარმანიას თქმით, შემუშავდა თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ დებულება. მერის განმარტებით, აღნიშნული სამსახური გარდაიქმნება, გარემოს დაცვისა და მწვანე ინფრასტრუქტურის სამსახურად და მასში რამდენიმე განყოფილება შევა.

 

 

სამსახურის რეორგანიზაცია, მერის თქმით, სექტემბრიდან დაიწყება. სამომავლოდ კი გაიზრდება აღნიშნული სამსახურის ბიუჯეტი, რომელიც მიმართული იქნება გამწვანების ღონისძიებისკენ.

 

 

ნარმანიას ქალაქში ხეების მოჭრის ნორმების გამკაცრებაზეც ისაუბრა.

 

 

მისივე თქმით, უნდა გამკაცრდეს როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის ზომები იმ შემთხვევისთვის, თუ შესაბამისი ნებართვის გარეშე ვინმე ამა თუ იმ ტერიტორიაზე შევა და ხეების ჭრას დაიწყებს.

 

 

ყაზბეგის #22-ში ხეების მოჭრაზე საუბრისას, ნარმანიამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია გამოძიების დასრულებას დაველოდოთ, რასაც დამსწრე საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი