საქართველოში ჩაის წარმოების კუთხით არსებული გარემოს შესწავლის მიზნით, საქართველოში ინდოეთის მძიმე მრეწველობისა და სახელმწიფო საწარმოების სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ ინდოელ სტუმრებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების საკვლევი ბაზა დაათვალიერებინეს და ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების გენოფონდი გააცნეს.
ინდოეთის დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ ინდოეთის მხარე მზადაა, საქართველოსთან სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ითანამშრომლოს. ინდოელი სტუმრები განსაკუთრებით საქართველოში ჩაის კულტურის კულტურის წარმოებით დაინტერესდნენ.
როგორც ინდოეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ინდოეთს ჩაის წარმოების კუთხით დიდი გამოცდილება აქვს და ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია ამ გამოცდილების გაზიარება, ასევე ინდური ჩაის ჯიშების საქართველოში ინტროდუქცია.
ინდოეთის მძიმე მრეწველობისა და სახელმწიფო საწარმოების სამინისტროს წარმომადგენლის, ბასკარ ჯიოტი მაჰანტის თქმით კი ორივე მხრიდან თანამშრომლობის მზაობა არსებობს და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ისეთ პირობებზე შეთანხმება, რაც ორივე მხარისთვის მისაღები და სასარგებლო იქნება.
,,სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან დიდი ხნის თანამშრომლობა გვაქვს. ორივე მხრიდან თანამშრომლობის მზაობა არსებობს და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ისეთ პირობებზე შეთანხმება, რაც ორივე მხარისთვის მისაღები და სასარგებლო იქნება. ვმუშაობთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხის წინ წამოწევის და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. ჩვენთვის მეტად საინტერესოა ჯიღაურას ბაზაზე განთავსებული ვაზი და ხეხილოვანი კულტურები, სადემონსტრაციო ნაკვეთები და მიმდინარე კვლევითი სამუშაოები. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით ინდოეთში ქართული მხარის გამოცდილების დავნერგავთ“,-განაცხადა მან.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ინდოეთის დელეგაციის წევრები სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებში ჩაის პლანტეციებს დაათვალიერებენ და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნობიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.