საკონსტიტუციო სასამართლო: მოვუწოდებთ მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს, სასამართლოს შიდა საქმიანობაში ჩარევისგან თავი შეიკავონ
26-08-2016, 09:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას და მმართველი პარტიის სხვა ხელმძღვანელებს მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

 

 

როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ეკა ბესელიასა და მმართველი პარტიის სხვა ხელმძღვანელების მიერ მედიით ვრცელდება მცდარი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მოსამართლეთა აცილების თაობაზე საქართველოს პარლამენტის შუამდგომლობების განხილვას თავს არიდებს.

 

 

„შევახსენებთ ყველა დაინტერესებულ პირს, რომ მიმდინარე წლის 23 აგვისტოს დანიშნული იყო სასამართლოს პლენუმის საორგანიზაციო სხდომა. ხოლო მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მხარეების მიერ დაყენებული შუამდგომლობის განხილვა-გადაწყვეტა ხდება მხოლოდ კონკრეტული საქმეების განხილვის ფარგლებში და არა სასამართლოს საორგანიზაციო სხდომებზე. ამ თვალსაზრისით, ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებები ეფუძნება კანონის არცოდნას ან მიზნად ისახავს სასამართლოს და ცალკეული მოსამართლეების დისკრედიტაციას.

 

 

მოვუწოდებთ მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ სასამართლოს შიდა საქმიანობაში ჩარევისგან. საკონსტიტუციო სასამართლო, პოლიტიკოსებისა და სახელმწიფო უწყებებისგან დამოუკიდებლად, მათი ჩარევის გარეშე, მიიღებს გადაწყვეტილებას ყველა მიმდინარე საკითხზე. ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებთან ურთიერთობის ფორმისა და შინაარსის თაობაზე”, - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი