ალექსანდრე გრიგალავა: მარტვილის მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება
26-08-2016, 10:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობები - შენდება ხიდები, იგება გზები, ეწყობა სანიაღვრე არხები," - განუცხადა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ალექსანდრე გრიგალავამ Guardian.ge-ს.

 

 

გრიგალავას თქმით, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან 5 უკვე დასრულებულია, 2 კი მიმდინარეობის პროცესშია.

 

 

"მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს მარტვილის კანიონთან ავტოსადგომის მშენებლობას. დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამასი ავტოსადგომის აშენება, რომელიც გათვლილია 150 მსუბუქ ავტომობილზე და 50 ავტობუსზე. პროექტის ფარგლებში, ასევე მოეწყობა ღია პავილიონები, მოსაცდელი ბლოკი, სუვენირების ფარდულები, გარე განათებები, სველი წერტილები და სხვა. ავტოსადგომის მშენებლობაზე დაახლოებით, 400 000 ლარი დაიხარჯება.

 

 

მეორე მსხვილი პროექტი, რომელიც ახლა მიმდინარეობის პროცესშია, არის ნაგვაზაო-ხუნწის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა მდინარე ნოღელაზე. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი დაახლოებით, 300 000 ლარით აფინანსებს. პროექტი უნდა დასრულებულიყო 10 სექტემბერს, თუმცა, მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის გამო, დსრულების ვადა ერთი თვით გადაიწია და ოქტომბერში დამთავრდება", - განუცხადა Guardian.ge-ს ალექსანდრე გრიგალავამ და დაამატა, რომ მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტს, რომლის საერთო ღირებულება 1 147 432 ლარია.

 

 

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სალხინო-დადიანების სასახლესთან მისასვლელი საავტომობილო გზის მე-4 კმ-ში მდ. წაჩხურაზე მშენებარე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, რომ სალხინო ტურისტული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი სოფელია. აღნიშნული პროექტი ერთ-ერთი დიდი პროექტია, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. პროექტის განხორციელების შედეგად, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისათვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება. ეს ბოლო წლებში განხორციელებული ერთ-ერთი საუკეთსო ხიდია. სამუშაოების 90% დასრულებულია, “- აღნიშნა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ალექსანდრე გრიგალავამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი