იტალიაში ეროვნული გლოვის დღეა
26-08-2016, 23:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იტალიაში ეროვნული გლოვის დღეა. ოთხშაბათს, 24 აგვისტოს, მთიან რეგიონში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ თითქმის 300 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 

 

პრემიერ მინისტრი მათეო რენცი ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზრალებულ არქუატაში ჩავა და მსხვერპლთა დასაფლავებებს დაესწრება.

 

 

ოფიცილაური მონაცემებით გარდაცვლილთა რიცხვმა 278-ს მიაღწია, მათ შორის არიან უცხოელი ტურისტები - 3 ბრიტანელი, 11 რუმინელი კი დაკარგულად მიიჩნევა და დაზიანებები აქვს მიღებული 365-ს. ოთხშაბათს საღამოს შემდეგ მაშველებს არც ერთი გადარჩენილი ადამიანი არ ამოუყვანიათ ნანგრევებიდან. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი მანამ განაგრძობენ ძებნას, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ არავინ არის დარჩენილი ნანგრევებში.

 

 

მაშველები მესამე ღამეა რაც გადაპირქვავებული შენობების ნანგრევებში მოყოლილების ძებნას განაგრძობენ, თუმცა 5 000 მაშველის მცდელობას ასეულობით განმეორებითი ბიძგი აფერხებს.

 

 

იტალიის ხელისუფლებამ იმ რეგიონებში, სადაც ოთხშაბათს, 24 აგვისტოს, მიწისძვრამ მიწასთნ გაასწორა სახლები, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

 

პრემიერ მინისტრმა მათეო რენციმ პირობა დადო, რომ დანგრეული შენობების აღდგენისთვის 50 მილიონი ევრო გამოიყოფა.

 

 

თანხის გამოყოფის დამატებით, რენციმ მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისთვის გადასახადები გააუქმა და გამოაცხადა ახალი ინიციატივა, „იტალიური სახლები“, რათა უპასუხოს მშენებლობის ცუდი სტანდარტებისადმი გამოხატულ კრიტიციზმს. მაგრამ მან ასევე თქვა, რომ „აბსურდია“ იფიქრო იმაზე, რომ იტალია შეძლებს ააშენოს მთლიანად მიწისძვრის გამძლე შენობები.

 

 

რენცის განცხადება იტალიურ პრესაში გამოთქმულ კრიტიკას მოჰყვა, სადაც მაღალი რისკის ადგილებში სამშენებლო სტანდარტების დარღვევაზეა საუბარი. ზოგიერთი შენობა, რომელიც დაინგრა, ახლახან იყო აღდგენილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი