"თავისუფალი დემოკრატები“ დავამსხვრევთ პოლიტიკოსების მიმართ დამკვიდრებულ ნიჰილიზმსა და უნდობლობას“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ მე-8 ლეგიონში სამგორის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს. პარტიის ლიდერმა მე-8 ლეგიონის მოსახლეობას რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თენგიზ ხეჩიკაშვილი წარუდგინა.
,,ჩვენს მხარდამჭერებს გვინდა ვუთხრათ, რისი შეცვლა გვინდა „თავისუფალ დემოკრატებს“, რატომ ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, რატომ გვინდა, რომ ბოლო წლებში პოლიტკოსების მიმართ დამკვიდრებული ეს ნიჰილიზმი და უნდობლობა, რასაც ძალიან ბევრი სამართლიანი მიზეზი აქვს დავამსხვრიოთ. ბევრჯერ მოვტყუვდით 20 წლის განმავლობაში, ბევრჯერ მოვისმინეთ შეუსრულებელი დაპირებები, მაგრამ „თავისუფალ დემოჯკრატებს“ გვყავს ის გუნდი, რომელიც, პირველ რიგში, გამოცდილია და საქმე უკეთებია“ , - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
"თავისუფალი დემოკრატების" ცნობით, შეხვერის ფორმატში პარტიის ლიდერმა კიდევ ერთხელ გაზგასმით ისაუბრა ვაზისუბნის რაიონის მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატის - თენგიზ ხეჩიკაშვილის მნიშვნელობაზე და მის როლზე როგორც პარტიაში, ისე მე-8 ლეგიონისა და ვაზისუბნის განვითარების მიმართულებით. ხაზგასმით ისაუბრა კანდიდატის, როგორც ბიზნესმენის დიდი გამოცდილებაზე, მის ეკონომიკურ ხედვებზე და მცირე ბიზნესის განვითარების იმ მნიშვნელობაზე, რომელიც დღეს გადამწყვეტია საქართველოს ეკონომიკური განვითარების კუთხით:
,,მიხარია, რომ დღეს ჩვენი გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდა, კიდევ უფრო მეტნი ვართ და, რაც მთავარია, გვყავს ღირსეული დეპუტატობის კანდიდატები. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიმუშაო იმ გუნდთნ ერთად, რომელიც ჩამოაყალიბა ამ უბანში თენგიზ ხიჩიკაშვილმა, ჩემმა მეგობარმა, რომელთან ერთადაც მე ვაპირებ გამარჯვებისთვის ვიბრძოლო როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე ამ უბანში. გაცნობისთანავე თენგიზთან დავმეგობრდი, ამის საშუალებას თვითონ გაძლევს, რადგან არის მართალი და ვაჟკაცი ადამიანია, მას აქვს ბიზნეს გამოცდილება, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის, როგორც მთელი ქვეყნისთვის, ასევე კონკრეტულად თბილისითვის და ამ უბნისთვის. ჩვენ ეს ერთად უნდა შევძლოთ, რადგან მცირე ბიზნესის განვითარების გარეშე ქვეყანა წინ ვერ წავა''- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
შეხვედრაზე ცალკე საუბრის თემა გახლდათ ,,თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკა განათლების რეფორმის მიმართულებით:
,, ჩვენ გვაქვს სერიოზული გეგმები განათლებასთან დაკავშირებით. განათლების სიტემაში თვისობრივი გარდატეხა რომ არ მოხდეს, ჩვენი ბავშვები, ჩვენი მომავალი თაობა აღარ იქნება კონკურენტული, ამიტომ ჩვენი ამოცანაა განათლებაში ჩავდოთ დიდი ფული, განათლებას მივცეთ პრიორიტეტი და ამიტომაც არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარლამენტში გვყავდეს ისეთი ადამიანები, ვისაც ეს სტკივა, ესმის და ამ კუთხით შეუძლია პასუხისმგებლობის აღება და, რაც მთავარია, არ დაკარგავს ანგარიშვალდებულების განცდას საკუთარი ამომრჩევლის წინაშე“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.