ირაკლი ალასანია ვეტერანებს შეხვდა
27-08-2016, 02:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, ქეთევან ენუქიძესთან ერთად ქეთევან წამებულის #71-ში, ყოფილი მე-9 სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა.

 

 

"შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ირაკლი ალასანიას გამოჩენამ ვეტერანების გაოცება გამოიწვია, რამაც ეს სპონტანური შეხვედრა კიდევ უფრო უშუალო და გულწრფელი გახადა.ვეტერანებს შორის რამდენიმე მისი თანამებრძოლიც აღმოჩნდა. ვეტერანებმა მადლიერება გამოთქვეს ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობის დროს განხორციელებული რეფორმების, სოციალური დაცვის პაკეტის შექმნის გამო. თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა თითქმის ერთი საათი დაჰყო მათთან, თითოეულის საცხოვრებელი პირობები ნახა, ყველას პრობლემა და სატკივარი მოისმინა.

 

 

ვეტერანებმა შეხვედრის დროს განსაკუთრებული სიმწვავით გაუსვეს ხაზი იმას, რომ უმთავრეს პრობლემას მათთვის უაღრესად მძიმე საცხოვრებელი პირობები წარმოადგენს. ტერიტორია კი რომელზეც ისინი ცხოვრებენ 2007 წელს ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა, ხოლო 2008 წელს იყიდეს ილია კოკაიამ (დღეს ის, როგორც საინიაციატივო ჯგუფის კანდიდატი, კენჭს იყრის ზესტაფონში) და გიორგი კაპანაძემ. ვეტერანებს ყველაზე მატად აწუხებთ ის, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში არ იყო გათვალისწინებული მობინადრეების ალტერნატიული ფართით ან ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფა. კანონიერი მფლობელის ნებისამებრ, აქ მცხოვრებ ვეტერანთა და მოქმედ სამხედრო პირთა 30 ოჯახს არ მიეწოდება გაზი, დენი და წყალი. შენობა, რომელსაც საძირკველიც არ აქვს, თანდათან ინგრევა.

 

 

ვეტერანებმა პარტიის ლიდერს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცნობეს, რომ პრობლემის მოგვარების ბერკეტი დღეს მხოლოდ მდუმარე ხელისუფლებას აქვს, მაგრამ ვეტერანებმა ისიც აღნიშნეს, რომ არაფერის იმედი არ აქვთ და დახმარებითვის ირაკლი ალასანიას მიმართეს", - აცხადებენ პარტიაში. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი