საქართველოს დღეს ამერიკელი კონგრესმენები დუნკან ჰანტერი და მარკ სენფორდი ეწვევიან. საგარეო უწყების ცნობით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი კონგრესმენები პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს შეხვდებიან.
”ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენები ადგილზე გაეცნობიან საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს, წინასაარჩევნო გარემოს, ასევე თბილისში გამართული შეხვედრებისას საუბარი შეეხება საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ა.შ.”, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.