ბათუმში მაშველები ზღვაში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ. "რუსთავი 2" დაკარგულის ახლობლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაკარგული ზღვაზე საღამოს გავიდა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი წყალში გაუჩინარდა.
მაშველები შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდნენ, თუმცა ძებნის ოპერაცია ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება.
სამუშაოები გვიან ღამით ძლიერი შტორმის გამო შეჩერდა, თუმცა, დღეს დილის 7 საათიდან ისევ განახლდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.