თამაზ მეჭიაური: მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, უარი თქვას პროდასავლური, პრორუსული ძალების მხარდაჭერაზე და დაიკავოს ეროვნული პოზიცია
27-08-2016, 04:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, უარი თქვას პროდასავლური, პრორუსული ძალების მხარდაჭერაზე და დაიკავოს ეროვნული პოზიცია, - აღნიშნული განცხადება თამაზ მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 

 

მეჭიაურის თქმით, ახალი ქართული პოლიტიკური სპექტრი ორი ნაწილისგან შედგება: დასავლეთიდან მართული ძალებისა და რუსულ-ქართულ ურთიერთობებში მარგინალურ როლის შემსრულებლებისგან.

 

 

მისივე თქმით, ბიძა ივანიშვილი "დასავლური ძალების მძევალია".

 

 

ახლა პოლიტიკური სპექტრი ორ ნაწილად ჩამოყალიბდა: ერთ მხარეს არიან დასავლეთიდან მართული ძალები-”ქართული ოცნება”, ”ნაციონალური მოძრაობა” და მათი სატელიტები და მეორე მხარეს ის ძალები, რომლებიც რუსულ-ქართულ ურთიერთობებში მარგინალურ როლს ასრულებენ. ერთი მხრივ ესენი არიან ის ქართველები, რომლებსაც ქართულ-რუსულ ურთიერთობაში მანდატიც კი არ გააჩნიათ და მეორე მხრივ, თანამდებობის პირები კრემლში, რომლებიც თითქოს ქართულ პოზიციას იკავებენ. მე მინიშნებები უკვე გავაკეთე და თუ არ შეწყვეტენ მარგინალობას, მათ გამოვააშკარავებ. მინდა მწუხარება გამოვთქვა იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი დასავლური ძალების მძევალია და აქედან მივმართავ, რომ არათუ მხარდაჭერა გამოუცხადოს ”ქართულ ოცნებას”, არამედ თავისი ქონებაც რომ გადაუფორმოს იან კელის და მემკვიდრეობის გარეშე დატოვოს შვილები, ისინი მაინც არ მოასვენებენ, „ნაციონალები“ მაინც არ მოასვენებენ და ქართულ საქმესაც ვერ გააკეთებს. მივმართავ უარი თქვას პროდასავლური, პრორუსული ძალების მხარდაჭერაზე და დაიკავოს ეროვნული პოზიცია”, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

 

 

მეჭიაურმა კომენტარი გააკეთა ლალი მოროშკინას ოდესაში წასვლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მასთან განხეთქილება არ ჰქონია.

 

 

მეჭიაურის თქმით, მას მედიიდან აქვს ინფორმაცია, რომ მოროშკინა, სავარაუდოდ, იმ ოლქში აპირებს მაჟორიტარად კენჭისყრას, რომელშიც სანდრა რულოვსი იყრის კენჭს, ამ შემთხვევაში, მეჭიაური მოროშკინას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი