ირაკლი კობახიძე: ჩნდება ეჭვები, რომ გიორგი პაპუაშვილს არ აქვს უმრავლესობა სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად და ამიტომ არ ტარდება პლენუმის სხდომა
27-08-2016, 06:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ჩნდება ეჭვები, რომ გიორგი პაპუაშვილს არ აქვს უმრავლესობა სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად და ამიტომ არ ტარდება პლენუმის სხდომა".

 

 

კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს "კონკრეტული მოსამართლეები დაქვემდებარებული არიან პოლიტიკურ კონიუნქტურას".

 


”ვიცი, თუ რა არის საკონსტიტუციო სასამართლო, ეს არის ერთგვარი მწვერვალი იურისპრუდენციის იმ განვითარებულ ქვეყნებში, სადაც თავს იყრიან ის მოსამართლეები, რომლებიც გამოირჩევიან თავისი განსაკუთრებული რეპუტაციით, კვალიფიკაციით და საქმის პატივისცემით. ამ ყველაფრის ფონზე, ძალიან მძიმე სანახავია ის პროცესები, რაც ჩვენს საკონსტიტუციო სასამართლოში ვითარდება. 2012 წლამდე ეს ორგანო ძალიან პასიური იყო და 2012 წლის შემდეგ გააქტიურდა. ამ ყველაფერს ერთი და იგივე საფუძველი აქვს - კონკრეტული მოსამართლეები დაქვემდებარებული არიან პოლიტიკურ კონიუნქტურას. განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებ ბოლო პროცესებზე, რაც შეეხება სარჩელის შეცვლას, შეიცვალა სარჩელი და ეს შეიცავს მძიმე გადაცდომის ნიშნებს. ამ შემთხვევაში დაირღვა კანონი”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 


მისი თქმით, მძიმე გადაცდომას წარმოადგენს 23 აგვისტოს მომხდარი შემთხვევაც, როცა უნდა დადებულიყო პირველ გადაცდომაზე დასკვნა და უნდა გამართულიყო პლენუმის სხდომა, ორ განსხვავებულ დასკვნასთან დაკავშირებით, რომელიც გაუგებარი მიზეზებით გადაიდო.

 

 

”ჩნდება კონკრეტული ეჭვი, რომ გიორგი პაპუაშვილი დარწმუნდა, რომ მას არ ჰქონდა უმრავლესობა, რაც საშუალებას მისცემდა, რომ მისთვის სასარგებლო დასკვნა დაფიქსირებულიყო პლენუმის მიერ და ამის გამო მოხდა პლენუმის სხდომის ჩაშლა. ჩნდება ეჭვი, რომ შეიძლება ”ნაციონალურმა მოძრაობამ” სცადოს, მისი გავლენის ქვეშ მყოფი მედიასაშუალებების მიერ განახორციელოს ზეწოლა ამ მოსამართლეებზე, რათა შეძლოს რაიმე ფორმით მათი სასურველი დასკვნის მიღება. მე ეჭვი მეპარება ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ეს შეძლოს, თუმცა რისკი არსებობს”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი