რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომას არ დასწრებია. მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობია. დავით შავლიაშვილის ნაცვლად სხდომაზე მისი ერთ-ერთი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი იმყოფებოდა.
შერგელაშვილის მტკიცებით, დავით შავლიაშვილი ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში განაგრძობს საქმიანობას.
ჟურნალისტის შეკითხვას, "სად იმყოფება და რატომ არ ჩანს რეგიონული განვითარების მინისტრი", მინისტრის მოადგილემ ასე უპასუხა: "ბატონი დავით შავლიაშვილი საქმიანობს, უბრალოდ დღეს ვერ მოახერხა მოსვლა".
რაც შეეხება შავლიაშვილის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვებაზე არაერთხელ გავრცელებულ ინფორმაციას, შერგელაშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ მისთვის არაფერია ცნობილი და არც არაფერი იგეგმება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.