"ლეიბორისტული პარტია" თბილისის მერის, დავით ნარმანიას გადადგომას ითხოვს. როგორც პარტიის ერთ-ერთი წევრი გიორგი გუგავა აცხადებს, ნარმანიას საქმიანობამ, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი და ზარალი გამოიწვიოს.
„ნარმანიას საქმიანობამ შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი ზიანი და ზარალი თბილისისა და თბილისელებისთვის. ამდენად, მოვუწოდებთ ოლიგარქ ივანიშვილს, აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა და როგორც მოიყვანა თავისი მარიონეტი ნარმანია, ისე გადააყენოს თანამდებობიდან,“ - აცხადებს გიორგი გუგავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.