მარტვილის მუნიციპალიტეტში მავნებლების წინააღმდეგ ქიმიური წამლობა მიმდინარეობს
27-08-2016, 06:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან, ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ სალხინოში, დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საშიში მავნებლის, ბზის ალურას წინააღმდეგ მიმდინარე წამლობის ღონისძიებას დაესწრო.

 

 

სამუშაოებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები ახორციელებენ. 1000 ჰა ფართობი თერმული ნისლის ტექნოლოგიითა და შესხურებით დამუშავდება, რაც გარემოსთვის უსაფრთხოა.

 


,,საშიში მავნებლები მნიშვნელოვანად აზიანებენ მწვანე საფარს. შესაბამისად, პრევენციულ ღონისძიებებს და მავნებლის აღმოჩენის შემთხვევაში დროულ რეაგირებას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ დროულად განხორციელებული ფიტოსანიტარიული ღონისძიებების შედეგად, მოხერხდა უნიკალური ჯიშის კოლხური ბზის გადარჩენა, რომელიც ფაქტობრივად განადგურების პირას იყო’, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

 


სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო მავნებლების საწინაააღმდეგო ღონისძიებებს მიზნობრივი ქვეპროგრამის - „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა“ ფარგლებში ახორციელებს. მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბზის ალურას, ამერიკული თეთრი პეპელას და არაფარდი პარკხვევიას საწინააღმდეგო წამლობა მიმდინარეობს. მავნებლების სალიკვიდაციო სამუშაოები თვის ბოლომდე გაგრძელდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი