მესტიის აეროპორტში ინტერიერისა და ექსტერიერის განახლების სამუშაოები მიმდინარეობს
27-08-2016, 09:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი მესტიის აეროპორტს ეწვია და აეროპორტში მიმდინარე ინტერიერისა და ექსტერიერის განახლების სამუშაოების მიმდინარეობას პირადად გაეცნო.

 


"მკაცრი კლიმატური პირობების გამო, მესტიის აეროპორტს საკმაოდ რთულ საექსპლუატაციო პირობებში უწევს ოპერირება. ამასთანავე, 2010 წელს, აეროპორტის მშენებლობის დროს, შეზღუდული ბიუჯეტისა და ვადების გამო, სათანადოდ ვერ განხორციელდა რიგი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. შესაბამისად, წლების განმავლობაში მიმდინარე შეკეთებების მიუხედავად, პრაქტიკულად, გასულ წელს დადგა ტერმინალის განახლების აუცილებლობა.

 


აქედან გამომდინარე, აეროპორტის ინფრასტრუქტურის სრულყოფისა და განახლების მიზნით, ეკონომიკის სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ მიმდინარე წელს დაიგეგმა და განხორციელდა მთელი რიგი კომპლექსური სამუშაოები: აეროპორტის მთლიან პერიმეტრზე მოეწყო შემოვლითი გზა ტერიტორიის უკეთ პატრულირებისთვის, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად განახლდა აეროპორტის მთლიანი შემოღობვა, კაპიტალურად გარემონტდა აეროპორტის ტერმინალის შენობის მთლიანი მინის ფასადი, ტერმინალში დამონტაჟდა გათბობა-გაგრილების ახალი, გაუმჯობესებული სისტემა და ა.შ.

 


ამჟამად მიმდინარეობს აეროპორტის ტერმინალის შიდა ინტერიერის განახლების სამუშაოები და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. სამუშაოების დასრულება სექტემბრის ბოლოსათვის იგეგმება", - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი