შეერთებული შტატების რესპუბლიკელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ იგი განავითარებს მეთვალყურეობის სისტემას, რაც ხელისუფლებას ემიგრაციის კონტროლში დაეხმარება.
როგორც BBC წერს, იოვაში საარჩევნო კამპანიის დროს საუბრისას მან მონახაზი გააკეთა „შესვლა-გასვლის“ პროგრამის თაობაზე, რაც თვალყურის მიმდევნებელი იქნება მათთვის, ვინც ვიზის ამოწურვის შემდეგ დარჩება ქვეყანაში.
მან ასევე გაიმეორა, რომ სამხრეთის საზღვარზე, მექსიკასთან, კედლის აშენებას მხარს უჭერს და ამავე დროს განაცხადა, რომ არალეგალი ემიგრანტებისთვის შემოწირულობების მიღებას შეაჩერებს.
„მე ავაშენებ დიდ სასაზღვრო კედელს, შევაჩერებ არალეგალი ემიგრანტებისთვის შემოწირულობებზე ხელმისაწვდომობას და დოკუმენეტების გაცემას, რაც მათ ამის უფლებას ანიჭებს, და განვავითარებ შესვლა-გასვლის მონიტორინგის სისტემას, რათა გარანტირებული ვიყოთ იმისაგან, რომ ისინი, ვისაც ვიზები ამოეწურებათ, სასწრაფოდ იყვნენ გაძევებულნი“, - განაცხადა ტრამპმა და დაამატა:
„თუ ჩვენ იძულებით არ გავაძევეთ ისინი, ვისაც ვიზები ამოეწურებათ, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ ღია საზღვარი გვაქვს“.
ემიგრაცია ტრამპის საარჩევნო კამპანიის ცენტრალური საკითხია. მიმდინარე კვირას, უფრო ადრე მან მიანიშნა, რომ იგი შეარბილებს მის საემიგრაციო გეგმებს.
იმ 11 მილიონი ადამიანის დეპორტაციის ნაცვლად, რომელიც არალეგალურად ცხოვრობს შეერთებულ შტატებში, და რომელთა დეპორტაციასაც სთავაზობდა ტრამპი საზოგადოებას, მან თქვა, რომ მხოლოდ კრიმინალებს დაატოვებინებდა ქვეყანას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.