ლევან იზორია მარიამობის დღესასწაულს ავღანეთში შეხვდა
28-08-2016, 02:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მარიამობის დღესასწაულს ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა საავიაციო ბაზაზე მოქმედ ქართულ ტაძარს მარიამ ღვთისმშობლის ხატი გადასცა საჩუქრად.

 

 

„მარიამობას ვულოცავ ჩვენს ჯარისკაცებს ავღანეთში. სიმბოლურია, რომ დღეს აქ ვიმყოფებით და მათთან ერთად იმ ეკლესიაში აღვავლენთ ლოცვას, რომელიც ჯარისკაცების ხელით არის აშენებული. მე დღეს ვნახე, თუ როგორ ლოცავდა მამაო ჩვენს ჯარისკაცებს, როდესაც ისინი ძალიან საპასუხისმგებლო მისიას, კერძოდ, პატრულირებას ახორციელებდნენ. მთელი საქართველო ლოცულობს ამ ბიჭებზე, რომ ისინი მშვიდად, უსაფრთხოდ დაუბრუნდნენ ჩვენს ქვეყანას. ღმერთი იყოს მათი შემწე“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

 

 

მარიამობის დღესასწაულს ქართველ სამხედროებთან ერთად ქართული ეკლესიის უცხოელი მრევლიც დაესწრო, მათ შორის, ბოსნიელი სამხედრო მოსამსახურეები. მართლმადიდებლურ დღესასწაულზე ბაგრამის საავიაციო ბაზის ამერიკელი სამხედრო კაპელანიც იმყოფებოდა. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საეკლესიო ღვთისმსახურება 52-ე ბატალიონის სამხედრო კაპელანმა, მამა ზაქარიამ აღავლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ კი თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ეკლესიაში შეკრებილ ქართველ და უცხოელ სამხედრო მოსამსახურეებს თბილისიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩატანილი მარიამობის ქადებით გაუმასპინძლდა.

 

 

მართლმადიდებელი სამყარო დღეს მარიამ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს.

 

 

საეკლესიო სწავლებით, ღვთისმშობელს მისი მიძინების დღე უფალმა მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ ახარა, რომელიც მას ზეთისხილის მთაზე ლოცვისას გამოეცხადა. მთავარანგელოზმა დედაღვთისას ამცნო, რომ სამი დღის შემდეგ მიიძინებდა. ამის დასამოწმებლად კი სამოთხეში დანერგილი ფინიკის ხის ტოტი გადასცა, რომელიც ღვთაებრივი მადლით ბრწყინავდა. იგი მის საფლავთან უნდა მიეტანათ. ღვთისმშობლის სურვილისამებრ, უფალმა საქადაგებლად წასული წმინდა მოციქულები მიძინების დღეს ღვთისმშობელთან გამოსამშვიდობებლად შეკრიბა. უფალმა ასევე ისმინა ღვთისმშობლის თხოვნა, რომ არ ეხილა ჯოჯოხეთის საშინელებები და ღვთისმშობლის სული თავად უფლის ხელით ავიდა ცათა სასუფეველში. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოციქულებმა გეთსიმანიის ქვაბულში დაკრძალეს. ამ პროცესს თომა მოციქული არ ესწრებოდა. მესამე დღეს მოციქულებმა მისთვის ქვაბულის ლოდი გადააგორეს და აღმოაჩინეს, რომ ღვთისმშობელი უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ხორცით ზეცაში აღამაღლა. ამიტომ ეკლესია ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი