ისრაელში დაკავებული ქართველი ტურისტების ნაწილი საქართველოში დაბრუნდა
28-08-2016, 02:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ისრაელში დაკავებული ქართველი ტურისტების ნაწილი საქართველოში დაბრუნდა. ისინი თელ-ავივი-თბილსის სპეციალური რეისით ჩამოფრინდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

 

 

ტელეკომპანიის ცნობით, საქართველოდან ისრაელში 26 კაციანი ტურისტული შემადგენლობა მოსალოცად გუშინ დილით გაემგზავრა, თუმცა, ისინი თითის ანაბეჭდების აღების და მათთან გასაუბრების შემდეგ, ადგილობრივმა სამართალდამცველებმა საზღვარზე არ შეუშვეს.

 

 

მათი მტკიცებით, ისინი ტურისტული ვიზით გაემგზავრნენ და ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდათ. გამგზავრების ორგანიზება ტურისტულმა კომპანიამ „ჯორჯიან თრეველ გრუპმა“ უზრუნველყო.

 

 

მგზავრების განმარტებით, მათ არავინ აუხსნა დაკავების მიზეზი და დეპორტაციის მოტივი მათთვის ამ დრომდე უცნობია. ისინი აპირებენ ხელისუფლებას მიმართონ და ისრაელის ხელისუფლებასთან მსგავსი საკითხების დარეგულირება მოითხოვონ.

 

 

მათივე განმარტებით, უვიზო მიმოსვლის შემოღების შემდეგ, საზღვრის გადაკვეთისას მეტი პრობლემები იქმნება.

 

 

ისრაელში დარჩენილი მგზავრთა ნაწილი საქართველოში ხვალ საღამოს დაბრუნდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი