თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს პირველი განყოფილების საკონტროლო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ თანამშრომლებმა, ერთობლივი ღონისძიების შედეგად, აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსვლისას პარიზის ინტერპოლის მიერ 2014 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1970წ. დაბადებული აზიზ მ. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, აზიზ მ.-ს ბრალი ედება საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსის 221-6, 223-6 და 434-10 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს კანონის საფუძველზე ან რეგლამენტით მიღებული უსაფრთხოების დაცვის ნორმების აშკარა დარღვევით გაუფრთხილებლობით მკვლელობას, გემის კაპიტნის გაქცევისა და განსაცდელში მყოფთათვის დახმარების არაღმოჩენის ფაქტს.
როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, აზიზ მ.-ს მიმართ ამჟამად კანონით გათვალისწინებული წინა საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.