სამძებრო სამუშაოების შემდეგ მაშველებმა, ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანაპიროსთნ ახლოს 2 დღის წინ ზღვაში დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
28 წლის მამაკაცი საბანაოდ ზღვაში 26 აგვისტოს საღამოს შევიდა და უკან გამოსვლა ვეღარ შეძლო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, მამუკა თურმანიძის თქმით, ცხედარს ამ დროისთვის ექსპერტიზა უტარდება.
პირველადი მონაცემებით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
ექსპერტიზის ბიუროსთან იმყოფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.