საბერძნეთიდან საქართველოში დრამის მიტროპოლიტ პავლეს ხელმძღვანელობით 40 კაციანი დელეგაცია ჩამოვიდა და ქართველი ღირსი მამის, გიორგი კარსლიდისის წმინდა ნაწილები ჩამოაბრძანა.
საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, 26 აგვისტროს საპატრიარქო რეზიდენციაში მიღება გაიმართება. 27 აგვისტოს კი მიტროპოლიტი პავლე დელეგაციასთან ერთად წალკაში გაემგზავრა, სადაც საკათედრო ტაძარში პარაკლისი გადაიხადეს და წმინდა ნაწილები შესწირეს ეპარქიას, იმ მხარეს, საიდანაც მამა გიორგი იყო.
დღეს კი სიონის საკათედრო ტაძარში სტუმრები მარიამობის საზეიმო წირვას დაესწრნენ და გიორგი კარსლიდისის მეორე წმინდა ნაწილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს გადასცეს. ილია მეორემ მიტროპოლიტ პავლეს მამა გიორგის წმინდა ნაწილის ჩამოტანისთვის მადლობა გადაუხადა და ბერძენ მიტროპოლიტს საჩუქრად ქართული პანაღეა გადასა.
საბერძნეთის დელეგაცია საქართველოს 30 აგვისტოს დატოვებს.
საპატრიარქოს ინფორმაციით, ღირსი მამა გიორგი კარსლიდისი 1902 წლის 18 იანვარს წალკის რაიონ სოფელ ხადიკში (იგივე ტბეთში) დაიბადა.
„მას სახელად ათანასე დაარქვეს. იგი პატარაობიდანვე მონასტერში დადიოდა და სულიერ ცხოვრებას მალევე შეუდგა. მცირე სქემაში აღკვეცა მოხდა დრანდაში (აფხაზეთი) არქიმანდრიტ გიორგი წულაიას მიერ და უწოდეს სვიმეონი. დიდ სქიმაში კი აღკვეცა ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსმა იოანემ (მარღიშვილმა) და გიორგი დაარქვა. მანვე დაასხა ხელი მღვდლად.
მთავარეპისკოპოსი იოანე იყო მამა გიორგის სულიერი მოძღვარი, რომელიც მას მუდამ განსაკუთრებულად უყვარდა. მამა გიორგის ცხოვრება ისე წარიმართა, რომ 30-იან წლებში იგი საბერძნეთში გაემგზავრა და დაემკვიდრა დრამის მუნიციპალიტეტის სოფელ სიფსაში, სადაც ააშენა ამაღლების მონასტერი და გარდაცვალებამდე იქ მსახურობდა.
სამშობლოდან მოწყვეტილს თავისი ქვეყნის სიყვარული არასოდეს განელებია. წირვა-ლოცვას მუდამ ქართულად აღავლენდა და ანდერძადაც დაიბარა საქართველოდან წაღებული შესამოსელით დაესაფლავებინათ და ქართული ჯვარი და სახარება ჩაეყოლებინათ.
მამა გიორგიმ მოყვასისათვის თავდადებული სიყვარულით იმსახურა და თავისი სამწყსოს მფარველ ანგელოზად იქცა. წინასწარმეტყველების ნიჭით გამორჩეულ მოძღვართან სხვა და სხვა კუთხიდან მოდიოდა ხალხი და ღვთისაკენ მიმავალ გზას მისი რჩევით პოულობდა.
იგი 1959 წლის 2 ნოემბერს გარდაიცვალა. წმინდანად შეირაცხა 2008 წელს. ხსენების დღედ დადგინდა 4/17 ნოემბერი“,-ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.