საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მარიამობის სადღესასწაულო წირვას ამბროლაურში, ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარში დაესწრო და მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა.
,,რაჭიდან, ბარაკონიდან მინდა მთელ საქართველოს მივულოცო ეს დიდი დღესასწაული. გილოცავთ მარიამობას!“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტს ნიკორწმინდის ეპისკოპოსმა მეუფე ვახტანგმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.
ბარაკონის ტაძარში საზეიმო წირვას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე ესწრებოდნენ.
მართლმადიდებელი სამყარო დღეს მარიამ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.