კიევში რუსი ჟურნალისტი ალექსანდრ შეტინინი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
28-08-2016, 07:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკრაინის დედაქალაქ კიევში რუსი ჟურნალისტი ალექსანდრ შეტინინი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 

 

 

112.ua-ს ცნობით, ცხედარი მისმა მეგობრებმა კონსტანტინოვის ქუჩაზე მდებარე მისი ბინის აივანზე ნახეს.

 

 

ჟურნალისტის ცხედარი მეგობრებმა დამჯდარ მდგომარეობაში ნახეს, მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავში ჰქონდა მიყენებული, იარაღი კი სკამის ქვეშ იდო. მეგობრები ალექსანდრ შეტინინთან დაბადების დღის მისალოცად იყვნენ მისულნი.

 

 

სამართალდამცველების განცხადებით, ყველა გარემოება მიუთითებს, რომ ჟურნალისტმა თავი მოიკლა, თუმცა ექსპერტიზის დასრულებამდე გამოძიება პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე მკვლელობის ვერსიასაც არ გამორიცხავს.

 

 

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ალექსანდრ შეტინინიმ თავის მეგობარს შეტყობინება გაუგზავნა, სადაც სუიციდზე საუბრობდა.

 

 

შეტინინის კოლეგების განცხადებით, ცნობილ ბლოგერს, ჟურნალისტს და საინფორმაციო სააგენტო „ახალი რეგიონის“ დამაარსებელს  ბოლო პერიოდში ფინანსური და ოჯახური პრობლემები ჰქონდა.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი