დღეს დილით ისრაელიდან ჩამოტანილი ანჩისხატის კანონიკური ასლი სასულიერო პირებისა და მრევლის თანხლებით, ხელოვნების მუზეუმში გადააქვთ, რამდენიმე საათში კი ხატს ანჩისხატის ტაძარში მიაბრძანებენ.
მსვლელობა რუსთაველის გამზირზე დაიწყო.
ანჩისხატის გზა ტრადიციულად ისრაელიდან, 19 აგვისტოს თაბორის მთიდან დაიწყო. ანჩისხატის კანონიკურმა ასლმა მისი დედნის საპატივსაცემოდ ის ისტორიული გზა გაიარა, რომელითაც საუკუნეების წინ საქართველოში შემობრძანდა. ანჩისხატის გზა სალიტანიო ანჩისხატის შექმნისთანავე 2004 წლიდან დაიწყო და წელს მე-12 მსვლელობა ტარდება.
ანჩისხატის მომლოცველთა ჯგუფის ინფორმაციით, ფერისცვალებას სალიტანიო ანჩისხატი ისრაელში, თაბორის მთაზე ააბრძანეს. წირვის დროს ანჩისხატი ტრადიციულად მისთვის განკუთვნილ ადგილას იყო დაბრძანებული. ხატს თაყვანი სცეს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულმა სასულიერო პირებმა და მორწმუნეებმა.
20 აგვისტოს სალიტანიო ანჩისხატი ქართველ ემიგრანტებთან ერთად მსვლელობით იერუსალიმის ჯვრის მონასტერში დააბრძანეს. შემდგომ ხატი მაცხოვრის აღდგომის ტაძარში და ღვთისმშობლის მიძინების ადგილას იმყოფებოდა.
ანჩისხატის მომლოცველთა ჯგუფის ინფორმაციით, ხელოვნების მუზეუმის წინ არსებულ სამლოცველოში მაცხოვრის სალიტანიო ხატის წინაშე ლოცვა 1999 წლიდან მიმდინარეობს. ანჩისხატი საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ წმიდა ადგილების მოსალოცად საქადაგო მოწოდებით - "სიწმიდეები გვიხმობენ“ დაბრძანდება.
ხელითუქმნელი ანჩისხატის დღესასწაული 29 აგვისტოს აღინიშნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.