ფილიპინებზე მოქმედი ექსტრემისტული დაჯგუფება „მაუტეს“ დაახლოებით, 20 „ბოევიკი“ ქალაქ მარავიში მდებარე ციხეს თავს დაესხა, დაცვა განაიარაღა, საკუთარი თანამებრძოლები გაათავისუფლა და იარაღი წაიღო.
BBC-ის ინფორმაციით, რეიდების შედეგად ისლამისტებმა თავისი რვა თანამებრძოლის გათავისუფლება შეძლეს.
ციხეში მყოფი ისლამისტები, რომლებმაც დაეშს ერთგულება გამოუცხადეს, სამართალდამცველებმა გასულ კვირას ხელნაკეთი ნაღმტყორცნის ტრანსპორტირებისას დააკავეს.
მათი გათავისუფლებისთვის ჩატარებული რეიდისას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაქცევა კიდევ 15 პატიმარმა შეძლო.
ფილიპინებზე რამდენიმე რადიკალურად განწყობილი დაჯგუფება მოქმედებს, რომელმაც ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ ერთგულება გამოუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.