თურქეთის ავიაიერიშებს სირიაში სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა. დარტყმები ავიაციამ ქალაქ ჯარაბლუსის მახლობლად განახორციელა. თურქეთის სამხედრო მაღალჩინოსნების ცნობით, დაღუპულები არიან ქურთი მებრძოლები.
პარალელურად კი უფლებადამცველები ირწმუნებიან, რომ თურქეთის იერიშებს სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში 35 მშვიდობიანი მოქალაქე და მხოლოდ 4 მებრძოლი ემსხვერპლა.
მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სამიზნეები დაბომბა. არტილერიამ, რომელიც თურქეთის შიგნით არის განლაგებული, ცეცხლი გაუხსნა „ისლამურ სახელმწიფოს“ და ასევე ქურთული მილიციის სამიზნეებს ქალაქებში - ჯარაბლუსა და მანბიჯში. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ სირია „სრულად უნდა გაიწმინდოს“ „ისლამური სახელმწიფოსაგან“. აღნიშნული იერიში „ისლამურ სახელმწიფოზე“, გაზიანტეპში, შაბათს, 20 აგვისტოს, ქურთების ქორწილში თვითმკვლელის მიერ ბომბის აფეთქებას მოჰყვა, რა დროსაც 54 ადამიანი, უმეტესად ბავშვები დაიღუპნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.