საქართველოს მიმდინარე წლის 29 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი ეწვევა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, იგი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ელმარ მამედიაროვი პატივს მიაგებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირებს და გვირგვინით შეამკობს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის მემორიალს.
უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის საკითხები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.