ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვაში მარიამობის დღესასწაული აღინიშნა
28-08-2016, 10:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფელ დაგვაში მარიამობის დღესასწაული აღინიშნა. სახალხო ზეიმზე სოფელ დაგვას მკვიდრთა ხელნაკეთი ნივთებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა იყო წარმოდგენილი. ამის შესახებ Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

 

 

"სოფლის მკვიდრნი სტუმრებს ტრადიციული კერძებითა და ნუგბარით გაუმასპინძლდნენ. ადგილობრივი ვოკალურ-ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. ღონისძიების ბოლოს საპატიო დაგველები გამოვლინდნენ, რომლებსაც სიგელები გადაეცათ.

 

 

სახალხო ზეიმს საბერძნეთიდან ტრადიციულად სადღესასწაულოდ ჩამოსული ბერძნები სტუმრობდნენ.

 

სახალხო ზეიმი 2006 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება. ღონისძიება ქობულეთის კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა", - ნათქვამია ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი