„საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს“,- განაცხადა ევროპარლამენტარმა, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ვიცე პრეზიდენტმა, დევიდ მაკალისტერმა საქართველოში ვიზიტის შედეგების შემაჯამებელ ბრიფინგზე.
მისი თქმით, საქართველომ ვიზის ლიბერალიზაციასთან მიმართებაში შეასრულა ყველა დავალება და ახლა ევროკავშირის ჯერია.
„საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. ჩვენ გვსურს საქართველომ განაგრძოს ამ გზაზე სიარული დემოკრატიისთვის. 2016 წელი გადამწყვეტია საქართველოსთვის. სწორედ ამ წლის ზაფხულში შევიდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალაში და დროა აღსრულდეს მისი დებულებები. მე ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ვიზის ლიბერალიზაცია და მკაფიოდ მინდა ვთქვა გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის სახელით, რომ მხარს ვუჭერთ ვიზალიბერალიზაციას. საქართველომ შეასრულა დავალებები და ახლა ჩვენი ჯერია შევასრულოთ დანაპირები და მივცეთ ქვეყანას ვიზის ლიბერალიზაცია“, - განაცხადა მაკალისტერმა.
როგორც დევიდ მაკალისტერმა აღნიშნა, მან კომიტეტებში განხილვების დროს მხარი დაუჭირა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას.
„ახლა ჯერი მიდგა ევროპარლამენტზე, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მე მხარს ვუჭერ, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს პროცესი. ამით დასრულდება ის ეტაპი, რომელიც მთლიანად წამოიწყო წინა ხელისუფლებამ“, - განაცხადა მაკალისტერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.