"მახსოვს იყო საუბარი იმაზე, რომ ამერიკამ, თითქოს 2008 წელს მიხეილ სააკაშვილს საიდუმლო მწვანე შუქი აუნთო. მე პირადად ვიყავი ოთახში, როცა კონდოლიზა რაისმა სააკაშვილს უთხრა, რომ ‘სამხედრო ოპერაციის არჩევანი არ გაქვს და თავი ნუ მოგაქვს ისე, თითქოს ეს გაქვს.’ მას ჩვენგან მკაფიო წითელი შუქი ჰქონდა სამხედრო ოპერაციაზე", - აღნიშნული განცხადება "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ექსკლიზიურ ინტერვიუში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორმა, სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, დენიელ ფრიდმა გააკეთაა.
ფრიდმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე საუბრისას აღნიშნა, რომ "ომი გარდაუვალი არ იყო, მაგრამ მისი ალბათობა მაღალი იყო. ალბათობა კი იმიტომ იყო მაღალი, რომ რუსეთს უნდოდა, რომ ის მომხდარიყო. რუსეთი პროვოკაციებს მანამდე გააგრძელებდა, სანამ თავის ომს არ მიიღებდა".
ფრიდი მიიჩნევს, "სააკაშვილმა შეცდომა დაუშვა როდესაც ჯარს საომარი მოქმედების დაწყება უბრძანა".
"ამ შეხედულებას არ ვეთანხმები - პირველი, ამერიკის მხარდაჭერა უპირობო არ იყო და მეორე, სააკაშვილი დაუდევრად არ მოიქცა. ჩემი აზრით, მან შეცდომა დაუშვა, როცა ჯარს საომარი მოქმედების დაწყება უბრძანა. რუსები ყველაფერს აკეთებდნენ ქართველების პროვოკაციაზე წამოსაგებად. ჩემი აზრით, ქართველები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთისთვის პრობლემების შექმნას ცდილობდნენ, მაგრამ ეს ხომ მათი ტერიტორიაა. სააკაშვილის აგრესიულობას რაც შეეხება, ვფიქრობ ეს მცდარი არგუმენტია, მაგრამ ასევე მიმაჩნია, რომ ის არასწორი იყო, როცა [ჯარით] შევიდა. ეუთოს ანგარიში, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს იმაში რომ რუსეთის პროვოკაციას წამოეგო, სწორია. იმის თქმა, რომ სააკაშვილი აგრესიული იყო, რუსეთს ომის დაწყების პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს.
კითხვაზე, თქვენი აზრით, დასავლეთის რეაქცია ამ ომზე ადეკვატური იყო - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, ფრიდი პასუხობს:
"დასავლეთი მაშინ გაყოფილი იყო. რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას სანქციებით არ ვუპასუხეთ. დღევანდელი შეფასებით, სანქციების დაწესება, ალბათ, შესაძლებელი იყო, მაგრამ ჩვენ ერთიანობა გვაკლდა. ამიტომ სანქციების ნაცვლად ჩვენ საქართველოს ეკონომიკის დახმარება და სტაბილიზება გადავწყვიტეთ. ამ დახმარებით, ჩვენ დანარჩენი საქართველო გადავარჩინეთ და ვფიქრობ ეს ეფექტური იყო".
ფრიდი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზეც საუბრობს და აცხადებს, რომ დასავლეთი საქართველოსთან დაკავშირებით გაყოფილი იყო და უკრაინასთან დაკავშირებით კი არა.
"რუსებმა შესაძლოა იფიქრეს, რომ ეს ომი გაუვიდათ. და შეიძლება იფიქრეს, რომ უკრაინის შემთხვევაშიც, დასავლეთის რეაქცია ისევე დაყოფილი იქნებოდა", - აცხადებს ფრიდი.
"კანცლერი მერკელი სააკაშვილს ყოველთვის სკეპტიკურად აფასებდა. პრეზიდენტ სააკაშვილს ისტორიკოსები შეაფასებენ - მას ჰქონდა დადებითი მხარეები და ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის, მაგრამ ბევრი შეცდომაც დაუშვა. ამასთან, დასავლეთმა არ იცოდა როგორ შეედგინა სანქციები. სანქციებზე უფრო მეტი ვისწავლეთ 2008 წელს, ირანის გამოცდილების შემდეგ. როცა რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, დასავლეთი ერთიანი იყო, გერმანიას ძლიერი პოზიცია ჰქონდა და სანქციებშიც მეტი გამოცდილება გვქონდა. ბუშის ადმინისტრაციამ ომის შემდეგ სანქციების დაწესება განიხილა. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ დასავლეთი გაერთიანებული არ იყო, გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ ამერიკის ორმხრივი სანქციები შედეგს არ მოიტანდა. გარდა ამისა, ბუშის ადმინისტრაციას დრო და ენერგია აღარ ჰქონდა დარჩენილი. რუსეთზე სანქციების დაწესების ნაცვლად, ჩვენ საქართველოს ეკონომიკის დახმარება გადავწყვიტეთ. სხვათა შორის, ამ ძალისხმევაში მაშინ ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატმა სენატრომა ჯო ბაიდენმა დიდი დახმარება გაგვიწია. დასავლეთმა თავდაპირველად საქართველოს ომი ცალკეულ შემთხვევად ჩათვალა. ევროპაში იყო შეხედულება, რომ რუსებმა ეს საქართველოს იმიტომ გაუკეთეს, რომ იქ სააკაშვილი იყო. როცა რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, დასავლეთმა გააცნობერა, რომ საქართველო ცალკეული შემთხვევა არ იყო", - აღნიშნა ფრიდმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.