დენიელ ფრიდი: ნატო-ზე ზეწოლა და დაუყოვნებელი მოთხოვნა რომ საქართველო ახლავე მიიღოს ალიანსში, უშედეგოდ დამთავრდება
29-08-2016, 01:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატო-ზე ზეწოლა და დაუყოვნებელი მოთხოვნა რომ საქართველო ახლავე მიიღოს ალიანსში უშედეგოდ დამთავრდება, -აღნიშნული განცხადება "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ექსკლიზიურ ინტერვიუში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორმა, სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, დენიელ ფრიდმა გააკეთაა.

 

 

ფრიდი მიიჩნევს, რომ საქართველომ ნატო-სთან მიმართებაში, გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა დაინახოს საკუთარი თავი - გააძლიეროს ინსტიტუტები, დემოკრატია.

 

 

"იარეთ გზაზე ნაკლები წინაღობით და გამოიყენეთ შესძლებლობები. საქართველოს ყველა მეგობარი, რესპუბლიკელია ის თუ დემოკრატი, საქართველოს მეგობრად რჩება. თქვენი დასუსტების საშუალება არავის მისცეთ და უფრო ხელსაყრელ პერიოდს დაელოდეთ.... თუ საქართველო თვლის, რომ ნატოსგან მოკლე ვადიანი მოგების მიღება მისთვის სასარგებლოა, ვფიქრობ, ეს შეცდომა იქნება. საქართველომ გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა დაინახოს საკუთარი თავი - გააძლიეროს ინსტიტუტები, დემოკრატია. 1990-ანების ბოლოს პოლონელებიც იგივე სიტუაციაში იყვნენ. მაშინ მე მათ ვეუბნებოდი, მოითმინეთ, თქვენი დრო მოვა, შინ ყველაფერი გამართეთ და დაელოდეთ. სწორედ ასეც მოხდა. საქართველომ ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ ნატოს წევრობა მიზნის მისაღწევი საშუალებაა. რა არის მიზანი, რომლის მიღწევაც საქართველოს სურს? ქართველები მეუბნებიან, რომ მათი მიზანი სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებაა, რომელიც ევროპის ნაწილი იქნება. ძალიან კარგი, მაშინ იმუშავეთ ამ მიზანზე ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები დაძაბულობა და ნაპერწკლები გააჩინოთ", - აცხადებს ფრიდი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი