"პაატა ბურჭულაძის მოძრაობას იმდენად ბევრი წევრი ტოვებს, არ გამოვრიცხავ, გაერთიანება არჩევნებამდე მხოლოდ სამი კაცით მივიდეს", - აღნიშნული განცხადება მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გააკეთა.
"პაატა ბურჭულაძის პარტია სატელიტური პოლიტიკური ძალაა, ასე რომ, ვინ შეუერთდება თუ მისგან წავა, ნაკლებად საინტერესოა. "ნაციონალური მოძრაობა" თავის გადასარჩენად ყველა ხერხს მიმართავს. თუმცა ამომრჩეველი მსგავსი ფანდებით აღარ მოტყუვდება", - აცხადებს ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის საარჩევნო ოლქში კენჭს იყრის, როგორც საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატი. მას მხარდაჭერა "ქართულმა ოცნებამ" გამოუცხადა და აღნიშნულ ოლქში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არ წარადგინა.
პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, სალომე ზურაბიშვილის ყოფნა პარლამენტში მნიშვნელოვანია, შესაბამისად, "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ერთადერთი ასეთი პრეცედენტია.
„ჩვენ ვთვლით, რომ სალომე ზურაბიშვილის ყოფნა ქართულ პოლიტიკაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. წარმატებები სალომე ზურაბიშვილს. ეს არის ერთადერთი პრეცედენტი,"-განაცხადა კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.