”ქართულ ოცნებას” აქვს პრობლემები და მრავალი ნაკლი, თუმცა ”ერთი რამ ცხადია - დღეს დამნაშავე ხელისუფლება არ გვყავს" - აღნიშნული განცხადება მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გააკეთა.
ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ”ნაცმოძრაობის” დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ დღემდე ამომწურავი პასუხები არ მოგვისმენია".
"მართალია, პროკურატურამ მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიება ჯერ კიდევ ვერ შეძლო, რისთვისაც შესაძლოა ობიექტური მიზეზებიც არსებობს - არ გამოვრიცხავ, მტკიცებულებათა უმრავლესობა ”ნაციონალებმა” გაანადგურეს, თუმცა დღეს ციხეში პოლიტპატიმრები კი არა, კრიმინალები არიან. ”ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების გარდა, არ არსებობს ადამიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ მერაბიშვილი და უგულავა პოლიტიკური შეხუდულებების გამო ისჯებიან.... ”ქართულ ოცნებას” აქვს პრობლემები და მრავალი ნაკლი, თუმცა ”ერთი რამ ცხადია - დღეს დამნაშავე ხელისუფლება არ გვყავს”, - აცხადებს ზურაბიშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.